მე უკვე მეორეკლასელი ვარ!
გელით, ჩემო კარგებო!!
суббота, 3 июня 2017 г.
воскресенье, 17 января 2016 г.
среда, 23 сентября 2015 г.
ძვირფასო მშობლებო,წაიკითხეთ! აუცილებლად გამოგადგებათ!
ნიშვნელოვანია - გააკრიტიკო არა ბავშვი, არამედ მისი საქციელი! - აუცილებელი რჩევები მშობლებს
22.09.2015
ხანდახან გვავიწყდება სულ პატარა წვრილმანები, რომლებსაც სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა და გავლენა აქვთ ჩვემს ურთიერთობებსა და ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე.
- მთავარი რჩევა - ვაქებთ სხვების თვალწინ, ვაკრიტიკებთ მაშინ, როდესაც ვართ მარტო!
- მნიშვნელოვანია - გააკრიტიკო არა ბავშვი, არამედ მისი საქციელი!
- არ ვესხმით თავს „მთელი ოჯახით“.
- არ მოეფეროთ მაშინვე, თუ გაუბრაზდება მამა. ეცადეთ შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი... ცოტა ხანი მაინც.
- ბავშვთან ერთად შეათანხმეთ ყველაფერი, რაც თქვენს ოჯახს ეხება: რა მოამზადოთ ვახშმად, როგორ გაატაროთ დასვენების დღეები, როგორი ავეჯი იყიდოთ და ა.შ.
- ოჯახში დააწესეთ ტრადიცია წარმატებულ მოლაპარაკებებზე. ჰკითხეთ ბავშვს, რას გრძნობს, როდესაც
- ხშირად ვუთხრათ ჩვენს შვილებს, თუ როგორ ძლიერ გვიყვარს ისინი!
- ესაუბრეთ თავის რეალურ მიღწევებზე და მოაყოლეთ, თუ რას გრძნობდა ამ დროს.
- ხშირად შეაქეთ, ყოველ წვრილმანზე. აუხსენით შექების მიზეზი. შექების დროს გამოიყენეთ სასიამოვნო განსაზღვრებები: “შემოქმედებითი ბიჭი“, „მოწესრიგებული გოგონა“, „მონდომებული მოსწავლე“ და ა. შ.
- თუ ბავშვი გაგინაწყენდათ და ნამდვილად დააშავეთ, სთოვეთ პატიება და უთხარით, რომ ძალიან გიყვართ. მშობელი, რომელიც პატიებას სთხოვს ბავშვს, მის თვალში პატივისცემას იმსახურებს და ურთიერთობა უფრო თბილი და გულახდილი ხდება.
- მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს ფულის დათვლა, დახარჯვა, ეკონომია, იღებდეს სიამოვნებას ყიდვის პროცესში, აფასებდეს შრომას და მათ, ვინც შრომობს. და მაშინ, როდესაც გაიზრდება, ეცოდინება ფულის ყადრი და ოჯახის შენახვა.
воскресенье, 6 сентября 2015 г.
вторник, 19 мая 2015 г.
საზაფხულო დავალებები
წაიკითხეთ:
1.ქართული ხალხური ზღაპრები
2.იაკობ გოგებაშვილის ”საგანძურიდან” პატარა მოთხრობები
3.ძმები გრიმების ზღაპრები
4.ჯანი როდარი-ზღაპრები
5.ანდერსენის ზღაპრები
6.შარლ პერო - ზღაპრები
7.ჯოელ ჰარისი - "ბიძია რამუსის ზღაპრები"
8.ირინე ტალიაშვილი - ზღაპრები
http://kartuli-zgaprebi.narod.ru/(მოიძიეთ ინტერნეტში)
საბავშვო ჟურნალ-გაზეთები,5 ლექსი (ზეპირად)
მითები და ლეგენდები- ადაპტირებული
მოთხრობის, ზღაპრის ჩარჩო (წაკითხვის
შემდეგ ჩაწერეთ)
სათაური:
ავტორი:
დასაწყისი
|
გმირები
|
რა მოხდა?
|
დასასრული
|
|
|
1.
2.
|
|
დახატეთ ის ეპიზოდი,
რომელიც ძალიან მოგეწონათ
თუ შეძლებთ უბის წიგნაკებში
მოკლედ ჩაწერეთ მნიშვნელოვანი, სახალისო მომენტები, რომელიც ზაფხულის არდადეგებზე დაგამახსოვრდებათ.
მათემატიკა
დეისაძე-მათემატიკა თითოეული გვერდიდან შეარჩიეთ 1-2 სავარჯიშო, ამოხსენით
და ჩაწერეთ რვეულში, დანარჩენი ამოხსენით ზეპირად.
საზაფხულო დავალებების
საუკეთესო შემსრულებლები დაჯილდოვდებიან
გისურვებთ
წარმატებებს!
· მხიარულ, შინაარსიან, საინტერესო არდადეგებს
გისურვებთ!
რუსუდან
მასწავლებელი
20.05.2015
წელი.
воскресенье, 18 января 2015 г.
суббота, 13 декабря 2014 г.
14.12. ქართული ენა-ასო-ბგერა "ჯ" და "ტ" გვ.53-55 ტექსტის კითხვა-დამუშავება.სურათის ღწერა,სიუჟეტის მიხედვით ამბის შედგენა.
ჯიხვი
ჯიხვი კლდეზე გარინდულა
და შეჰხარის მზიან დარს,
არ ესროლო მონადირევ,
ამ ჩვენს ლამაზ ბინადარს!
კატა
კატის კნუტი პატარა
ცისფერთვალა,ქუნქულა,
რძის ქოთანში ჩამხტარა,
ჰოდა, სულ გაცქუმფულა,
პატარაა ძალიან,
შია და თან კრუტუნებს:
რძეს დავუსხამ ლამბაქზე,
წამში შეასრუტუნებს.
ანდაზები:
ტკბილი სიტყვით მთას ირემი მოიწველაო
ტოლმა ტოლს რითი აჯობა და ადრე ადგომითაო
ჯერ ძილო,მერე სიზმაროო
ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა
გამოცანები
არ იღლება არასდროს
უთავბოლო ტრიალით
ყველას გაგვისუფთავა
ტანსაცმელი მტვრიანი
(ჯაგრისი)
გულზე კვერცხი დაგახალე,
შეგიწვი და გაგახარე
(ტაფა)
ენის გასატეხი
ჯანსუღმა და ჯმუხმა ჯარჯიმ
ჯადოქარზე გაიმარჯვეს,
ჯახი-ჯუხი აღარ გააქვს
ჯოხის ხმლებს და აბჯარ-ხანჯლებს.
მატემატიკა-ამოცანების ამოხსნა,ამოცანის შემადგენელი ნაწილების გამოყოფა(პირობა,კითხვა,ამოხსნა,პასუხი)3-ის მიმატება,3-ის გამოკლება
დეისაძე-დავალება#6
ჯიხვი
ჯიხვი კლდეზე გარინდულა
და შეჰხარის მზიან დარს,
არ ესროლო მონადირევ,
ამ ჩვენს ლამაზ ბინადარს!
კატა
კატის კნუტი პატარა
ცისფერთვალა,ქუნქულა,
რძის ქოთანში ჩამხტარა,
ჰოდა, სულ გაცქუმფულა,
პატარაა ძალიან,
შია და თან კრუტუნებს:
რძეს დავუსხამ ლამბაქზე,
წამში შეასრუტუნებს.
ანდაზები:
ტკბილი სიტყვით მთას ირემი მოიწველაო
ტოლმა ტოლს რითი აჯობა და ადრე ადგომითაო
ჯერ ძილო,მერე სიზმაროო
ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა
გამოცანები
არ იღლება არასდროს
უთავბოლო ტრიალით
ყველას გაგვისუფთავა
ტანსაცმელი მტვრიანი
(ჯაგრისი)
გულზე კვერცხი დაგახალე,
შეგიწვი და გაგახარე
(ტაფა)
ენის გასატეხი
ჯანსუღმა და ჯმუხმა ჯარჯიმ
ჯადოქარზე გაიმარჯვეს,
ჯახი-ჯუხი აღარ გააქვს
ჯოხის ხმლებს და აბჯარ-ხანჯლებს.
მატემატიკა-ამოცანების ამოხსნა,ამოცანის შემადგენელი ნაწილების გამოყოფა(პირობა,კითხვა,ამოხსნა,პასუხი)3-ის მიმატება,3-ის გამოკლება
დეისაძე-დავალება#6
Подписаться на:
Сообщения (Atom)