ოჯახური აღზრდის სხვადასხვა სტილი მშობლებო,თქვენ რომელ სტილს მიმართავთ შვილებთან ურთიერთობისას?
ლიბერალური-მშობლები არიან ''რბილები'' და ზედმეტად დამთმობები,ბავშვს ყველა სურვილს უსრულებენ და ამას სითბოსა და მზრუნველობის გამოხატულებად მიიჩნევენ.ოჯახში არ არსებობს ნორმები და წესები,რომლებსაც ემორჩილებიან ოჯახის წევრები:ბავშვები არიან ''მეამბოხეები'' არ ითვალისწინებენ სხვის აზრს და უჭირთ გარემოსთან ადაპტაცია.
ინდიფერენტული-მშობლები ზრუნავენ შვილების მხოლოდ ელემენტარული მოთხოვნილებების (კვება და ჩაცმა) დაკმაყოფილებაზე,იჩენენ სრულ ჩაურევლობას მათ ცხოვრებაში,ბავშვები გამოხატავენ უნდობლობას და მუდმივ შფოთვას სამყაროს მიმართ;გამოირჩევიან აგრესიულობით.
ავტორიტარული-მშობლები დირექტიული მიდგომებით ურთიერთობენ ბავშვებთან ''ამის გაკეთება არ შეიძლება'' დაუმორჩილებლობის შემთხვევაში,ყოველგვარი ახსნის გარეშე,უწესებენ სასჯელს.ბავშვი ითრგუნება,ექმნება არაადეკვატური შეხედულება საკუთარ თავზე,დაბალია მისი თვითშეფასება.
ავტორიტეტული-მშობლები ექცევიან შვილებს როგორც თანასწორს,ახორციელებენ თანმიმდევრულ,ობიექტურ და სამართლიან კონტროლს ქცევაზე:ენდობიან და გვერდში უდგანან მათ სოციალური გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის პროცესში.ოჯახში არსებობს წესები,რომლებსაც ემორჩილება ოჯახის ყველა წევრი.