суббота, 13 декабря 2014 г.

14.12. ქართული ენა-ასო-ბგერა "ჯ" და "ტ" გვ.53-55 ტექსტის კითხვა-დამუშავება.სურათის ღწერა,სიუჟეტის მიხედვით ამბის შედგენა.
   ჯიხვი
ჯიხვი კლდეზე გარინდულა
და შეჰხარის მზიან დარს,
არ ესროლო მონადირევ,
ამ ჩვენს ლამაზ ბინადარს!

  კატა
კატის კნუტი პატარა
ცისფერთვალა,ქუნქულა,
რძის ქოთანში ჩამხტარა,
ჰოდა, სულ გაცქუმფულა,
პატარაა ძალიან,
შია და თან კრუტუნებს:
რძეს დავუსხამ ლამბაქზე,
წამში შეასრუტუნებს.

ანდაზები:
ტკბილი სიტყვით მთას ირემი მოიწველაო
ტოლმა ტოლს რითი აჯობა და ადრე ადგომითაო
ჯერ ძილო,მერე სიზმაროო
ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა

 გამოცანები
არ იღლება არასდროს
უთავბოლო ტრიალით
ყველას გაგვისუფთავა
ტანსაცმელი მტვრიანი
  (ჯაგრისი)

გულზე კვერცხი დაგახალე,
შეგიწვი და გაგახარე

 (ტაფა)

ენის გასატეხი
ჯანსუღმა და ჯმუხმა ჯარჯიმ
ჯადოქარზე გაიმარჯვეს,
ჯახი-ჯუხი აღარ გააქვს
ჯოხის ხმლებს და აბჯარ-ხანჯლებს.


მატემატიკა-ამოცანების ამოხსნა,ამოცანის შემადგენელი ნაწილების გამოყოფა(პირობა,კითხვა,ამოხსნა,პასუხი)3-ის მიმატება,3-ის გამოკლება
დეისაძე-დავალება#6


 

вторник, 9 декабря 2014 г.

10.12 ქართული ენა ასო-ბგერა "ძ" და"ღ" ტექსტის კითხვა დამუშავება.მოძრავი ანბანით სიტყვების,წინადადებების შედგენა.ასოს,სიტყვის,წინადადების წერა.დაუწერე მისალოცი ბარათი დაიკოს ან ძამიკოს.

ძუის მახე დაუგეს
ორ პატარა ბეღურას,
როგორ არა რცხვენიათ
პაპუნას და ბექუნას?!

ბეღურა
ამ პაწაწინა ბერურას
ვერ შეაშინებს ავდარი,
ზამთარშიაც კი ვერ დათმო
უსაყვარლესი მთა-ბარი.
ანდაზები:
ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიაო
ღორი ლაფში გორვას არ მოიშლისო
ძალა ღმართსს ხნავსო
ძმა ძმისთვისაო შავი დღისთვისაო

გამოცანები

უწყინარი ცხოველი ვარ
ვეტანები ბალახსაო,
არა ვშრომობ,თუმც კი გაჭმევთ
მაწონს,რძეს და კარაქსაო

(ძროხა)

თვითონ წყლით გაჟრენთილი,
უწყლო ზღვაში გაცურდა,
პასუხს სწრაფად მოველი
დიდხანს ფიქრი არ უნდა

(ღრუბელი)
ენის გასატეხი
ღობის თავზე ვეღარ ვხედავ
ღუდღუდელა ღოღნაშოსა!
ოღროჩოღრო ღელის გაღმა
შეღრუტუნა ღორმა ღორსა.

მათემატიკა-ამოვხსნათ ამოცანები.ამოცანების წაკითხვა ,ჩაწერა,ამოხსნა.მივუმატოთ 3,გამოვაკლოთ3.ჩაწერა ,წაკითხვა.
დეისაძე-დავალება#6,დავალება#7

воскресенье, 7 декабря 2014 г.

ძვირფასო მშობლებო, წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ!
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწავლაში
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწავლაში
ზამთარში ბავშვებს უფრო და უფრო ეზარებათ დილით ადრე ადგომა, სწავლა, საშინაო დავალებები... არსებობს რამდენიმე მეთოდი, რითაც შეგიძლიათ სწავლისადმი ინტერესი გაუღვივოთ.

ატყობთ, რომ ხელწერა გააფუჭა, დღიურში შენიშვნებმა იმატა, ხშირად რჩება დავალება შეუსრულებელი... გეცნოთ ეს ნიშნები? საშიში არაფერია. წლის ბოლოს ბავშვები გადაღლილები არიან და ხშირად აუარესებენ ნიშნებს. განსაკუთრებით ეტყობათ გადაღლა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. პირველ-მეორე კლასელები ამ დროს დანანებით იხსენებენ საბავშვო ბაღის "უდარდელ" პერიოდს (რა უშლის ბავშვს სწავლაში ხელს? - მეცნიერთა რჩევები მშობლებს).
გაკვეთილებზე ასე თუ ისე ახერხებენ წესრიგს დაემორჩილონ. სამაგიეროდ, სახლში დავალებების შესრულება თითქმის შეუძლებელი ხდება. თუ არ აიძულე, არაფერი გამოდის. შედეგად ყოველდღიური ჩხუბი, ცრემლები, თხოვნა და მუქარა ორივეს ნერვებს გაწყვიტავთ. 
დასაშვებია და საჭიროც არის, რომ პირველკლასელს მეცადინეობისას უფროსი ეჯდეს გვერდით. დამოუკიდებლობას და უყურადღებობას ერთმანეთში ნუ აურევთ. თუმცა პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს და საკუთარი დროის განაწილებაც უნდა ისწავლოს. ჩხუბით ვერაფერს მიაღწევთ. ბავშვი უნდა დააინტერესოთ. სტიმული უნდა ჰქონდეს, რომ დავალებები შეასრულოს. 
აი, რამდენიმე მაგალითი, როგორ უნდა გაუჩინოთ მეცადინეობის სტიმული. (ჯადოსნური ფრაზები, რომლებიც ბავშვს სწავლას მოანდომებს).

დააწესეთ ბონუსები
შემოიღეთ ჯილდოების სისტემა. გამოჭერით მუყაოსგან ბონუს-ბარათები. თქვენი მთავარი მიზანია, ბავშვი დამოუკიდებლობას მიეჩვიოს. ანუ ბონუს-ბარათს მიიღებს, თუ სამეცადინოდ შეხსენებისა და ჩხუბის გარეშე დაჯდება, მეორე ბონუსი იმისთვის, რომ მარტომ შეასრულა დავალებები. ნუ ეჩხუბებით შეცდომების გამო, უშეცდომოდ სწავლის პროცესი არ არსებობს. დააწესე ჯილდოები - მაგალითად, 15 ბონუსის შემდეგ კომპიუტერზე თამაშის ნება მიეცით. 10 ბონუსი - საჩუქარი, 5 - დედის კოცნა და მოფერება. 

აამოქმედეთ "სურვილების ზარდახშა"უთხარით, რომ კარგად შესრულებული საშინაო დავალებისა და მასწავლებლის შექების შემდეგ შეუძლია ზარდახშაში ფურცელზე დაწერილი სურვილი ჩააგდოს. წინასწარ შეუთანხმდით, რომ ამ სურვილის ასრულება შესაძლებელი უნდა იყოს. ყოველ შაბათ-კვირას ზარდახშიდან ერთ სურვილს ამოიღებთ და შეუსრულებთ. 
ამ საჩუქრებით, პოზიტიური განწყობითა და წახალისებებით აუცილებლად დაამარცხებთ სიზარმაცეს.

суббота, 6 декабря 2014 г.

6.12. ქართული ენა ასო-ბგერა ყ და ქ
ტექსტის კითხვა-დამუშავება.ერთ,ორ,სამ და ოთხსიტყვიანი წინადადებების ამოკითხვა.სიტყვის ,წინადადების ანალიზი და სინთეზი.წერითი დავალება-ასოს.სიტყვების,წინადადების ჩაწერა.ამოიწერონ ყურძნის ჯიშები
ყაყაჩო

ეს რა დაატყდა თავსაო
ყაყაჩოს მინდვრის ქალსაო,
წიტელი ქუდი ლამაზი
წაურთმევია ქარსაო,
დგას თავშიშველი ყანის პირს,
ცრემლი სდის საცოდავსაო.

ქართვლის დედა

თბილისში დგას
მთაწმინდაზე
ასვეტილი ნათლის სვეტად...
საქართველოს მეხამრიდი
ჩვენი დიი-დი
ქართვლის დედა

ანდაზები;
ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო
ქურდის შემნახველი ქურდზე უარესიაო
ყველი და პურიო კეთილი გულიო
ყველაჩიტს თავისი ბუდე უყვარსო

გამოცანები:
მას ყველაფერი  ესმის,
მაგრამ არაფერს ამბობს
მუდამ თან ახლავს პატრონს,
რა არის ჩემო კარგო?
(ყური)

ეს ცალფეხა მეგობარი
აბა,გამოიცან,
სიცხეა თუ ავდარია,
თავს მადგას და მიცავს.
(ქოლგა)

ენის გასატეხი:
ყანჩა-ყუდა აყლაყუდა
რიყე-რიყე წალაყუნდა,
აყიყინდნენ ბაყაყები:
გადაგვყლაპავს ბაყბაყდევი.


მათემატიკა-შესაკრები, ჯამი .შეკრების თვისების გამოყენება.ამოცანების ამოხსნა.
დეისაძე -მათემატიკა-დავ.#5

вторник, 2 декабря 2014 г.

ძვირფასო მშობლებო!
პარასკევს ,5 დეკემბერს 3 საათზე  გაიმართება მშობელთა კრება
გთხოვთ დაესწროთ

რუსუდან მასწავლებელი

понедельник, 1 декабря 2014 г.

02.12.ქართული ენა-გვ.44-46.თემა:ხ და ფ
ტექსტის კითხვა დამუშავება. გაგრძელებებით წინადადებების ამოკითხვა.წინადადებების შედგენა და დაშლა.
ფარშავანგი
ფრთაფოფინა ფარშავანგი
ფანტავს ფერად ფერებსაო,
ფრინველების დედოფლობას
ფრიად შეიფერებსაო
   
       თხა
თხა მყავს კუდა და ნაცარა
მთელი ვენახი გაცალა,
ისე შესანსლა ყურძენი,
წვერი არ გააცანცალა.
ამბობს ბაბუა ილია:
-ამას ჩამოსძვრეს კბილია,
თავიდან მოვიცილებდი,
რძე რომ არ ჰქონდეს ტკბილია.
 ანდაზები:
ხე ნაყოფით იცნობაო
ხერხი სჯობია ღონესა ,თუ კაცი მოიგონებსა
ფრინველსა ფრთები ამშვენებს, ადამიანს გონებაო
ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებსო

    გამოცანები
გარეგნობით ჩხირი
არც თუ ბევრად ძვირი,
უქარალდოდ მუნჯი,
ქაღალდზე კი ვყვირი
         (ფანქარი)

 
თავია თავსაფრიანი,
ატლასიან, ფოჩიანი
იმისგან აცრემლებული
ბევრი ვნახე მომჩივანი
     (ხახვი)
ენის გასატეხი;
ხევ-ხევ ხერხი მიცუხცუხებს
აცახცახებს ვერხვებს,მუხებს

საყდარშია თეთრი მტრედი,ფრთათეთრი და ფრთაფარფატი

მათემატიკა-რიცხვი 0,ნულის თვისებები.ნულის მიმატება და გამოკლება
დავალება-შეადგინონ ორმოქმედებიანი გამოსახულებები და ჩაწერონ
(დეისაძე)მათემატიკა-დავალება # 3,#4 ამოხსნან და ჩაწერონ