среда, 23 сентября 2015 г.

ძვირფასო მშობლებო,წაიკითხეთ! აუცილებლად გამოგადგებათ!

ნიშვნელოვანია - გააკრიტიკო არა ბავშვი, არამედ მისი საქციელი! - აუცილებელი რჩევები მშობლებს
მნიშვნელოვანია - გააკრიტიკო არა ბავშვი, არამედ მისი საქციელი! - აუცილებელი რჩევები მშობლებს
ხანდახან გვავიწყდება სულ პატარა წვრილმანები, რომლებსაც სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა და გავლენა აქვთ ჩვემს ურთიერთობებსა და ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე.

  • მთავარი რჩევა - ვაქებთ სხვების თვალწინ, ვაკრიტიკებთ მაშინ, როდესაც ვართ მარტო!
  • მნიშვნელოვანია - გააკრიტიკო არა ბავშვი, არამედ მისი საქციელი!
  • არ ვესხმით თავს „მთელი ოჯახით“.
  • არ მოეფეროთ მაშინვე, თუ გაუბრაზდება მამა. ეცადეთ შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი... ცოტა ხანი მაინც.
  • ბავშვთან ერთად შეათანხმეთ ყველაფერი, რაც თქვენს ოჯახს ეხება: რა მოამზადოთ ვახშმად, როგორ გაატაროთ დასვენების დღეები, როგორი ავეჯი იყიდოთ და ა.შ.
  • ოჯახში დააწესეთ ტრადიცია წარმატებულ მოლაპარაკებებზე. ჰკითხეთ ბავშვს, რას გრძნობს, როდესაც
    ოჯახის წევრებთან ერთად მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებაში.
  • ხშირად ვუთხრათ ჩვენს შვილებს, თუ როგორ ძლიერ გვიყვარს ისინი!
  • ესაუბრეთ თავის რეალურ მიღწევებზე და მოაყოლეთ, თუ რას გრძნობდა ამ დროს.
  • ხშირად შეაქეთ, ყოველ წვრილმანზე. აუხსენით შექების მიზეზი. შექების დროს გამოიყენეთ სასიამოვნო განსაზღვრებები: “შემოქმედებითი ბიჭი“, „მოწესრიგებული გოგონა“, „მონდომებული მოსწავლე“ და ა. შ.
  • თუ ბავშვი გაგინაწყენდათ და ნამდვილად დააშავეთ, სთოვეთ პატიება და უთხარით, რომ ძალიან გიყვართ. მშობელი, რომელიც პატიებას სთხოვს ბავშვს, მის თვალში პატივისცემას იმსახურებს და ურთიერთობა უფრო თბილი და გულახდილი ხდება.
  • მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს ფულის დათვლა, დახარჯვა, ეკონომია, იღებდეს სიამოვნებას ყიდვის პროცესში, აფასებდეს შრომას და მათ, ვინც შრომობს. და მაშინ, როდესაც გაიზრდება, ეცოდინება ფულის ყადრი და ოჯახის შენახვა.