вторник, 28 октября 2014 г.

02.11.მათემატიკა გვ.58,59
რიცხვები 1,2,3,4,5,6,7, 6-ის ,7-ის შედგენილობა.გამოსახულებების შედგენა და ჩაწერა
საოცარი რიცხვი-7.ცისარტყელას 7ფერი(წითელი,ნარინჯისფერი,ყვითელი,მწვანე,ცისფერი,ლურჯი,იისფერი)  ,კვირის დღეები-7,კონტინენტი-7, მუსიკალური 7 ნოტი. გაიხსენონ-"ფიფქია და 7 ჯუჯა"
ძალიან გთხოვთ,ყოველდღიურად ატარონ:ციფრთა მარაო.მოძრავი ანბანი,ჩხირები,შავი,უბრალო ფანქარი! დახატონ ცისარტყელა.
ივარჯიშონ ერთმარცვლიანი,ორმარცვლიანი,სამმარცვლიანი,ოთხმარცვლიანი სიტყვების შედგენასა და აწყობაში.აგრეთვე უნდა შეძლონ ნებისმიერი სიტყვის დაშლა და ბგერების სიტყვად გაერთიანება.


28.10.ქართული ენა გვ.29-31 ასო-ბგერა "თ" და "შ" ტექსტის კითხვა-დამუშავება.წინადადების.სიტყვის ანალიზი და სინთეზი.ერთმარცვლიანი,ორმარცვლიანი,სამმარცვლიანი,ოთხმარცვლიანი სიტყვების შედგენა.წერითი დავალება-თ და შ-ს წერა,სიტყვებისა და წინადადებების წიგნიდან გადაწერა.
თუთა
ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი
დამიძახებს,თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი,ხე ზურმუხტისფერი
     რა ჩურჩული ესმათ ჩემთა ყურთა
    რა ჩურჩული!...დამდაგველი,მწველი
   ლამის სახლში შემივიდეს თუთა
   ლამის წელზე შემომხვიოს ხელი...

ენის გასატეხი: შარიშური,შარიშური
ვინ წაუსვა შავ შაშვს მური
ბუნების ამ მშვენიერ შვილს
სიშავე აქვს შესაშური


თრიალეთის მთათა კალთებს
თავზე მთვარე დაჰქათქათებს,
თეთრ თელასთან ფთილაა თუ
თეოს თეთრი თრითინა თვლემს.
ანდაზები:
თაგვმა თხარა,თხარაო,კატა გამოთხარაო
თავის ქება კიტრადა ღირს
შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო
შრომაში-ზარმაცი,ჭამაში-მამაცი

როდის ჩნდება,იცით ნამი?
მხოლოდ ღამით,შუაღამით,
გაახარებს ვარდს და სოსანს,
მერე ელის მზის ამოსვლას
მზეს შეხედავს ერთი წამით
და მაშინვე ქრება ნამი.

მათემატიკა-გვ.50-53 მრავალკუთხედების(სამკუთხედი,ოთხკუთხედი,ხუთკუთხედი,ექვსკუთხედი...)აღწერა,ამოცნობა,დასახელება.რიცხვთა შედგენილობები
ყოველდღიურად საშინაო დავალების რვეულებში ჩაწერონ ტოლობები და უტოლობები,ჩახაზონ,გააფერადონ ან გამოჭრან და ჩააწებონ გეომეტრიული ფიგურები.
კომპიუტერები ატარონ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს.


четверг, 23 октября 2014 г.

23.10 ქართული ენა ასო-ბგერა "ზ" და "ო" -გვ.26-28 ტექსტის კითხვა-დამუშავება.მორავი ანბანით სიტყვების,ფრაზების აწყობა. სიტყვის ანალიზი და სინთეზი.
წერა-ზ და ო -ასოები,სიტყვები და წინადადება გადაიწერონ წიგნიდან.
ზარი ზანზარებს უზარმაზარი,
ზარმაც ზაზუნას დასცა თავზარი.

ოქროსფრად მორთულ
ოქტომბრის ბოლოს
ო, როგორ უხმობს ოლოლი ოლოლს!
გამოცანა-გარეგნობით ცხენსა ვგავარ,
                 ზოლები მაქვს ტანზე ჭრელი,
                მუდამ ვხდებით ზოოპარკში
               ნებიერი,კისერგრძელი  |ზებრა|
საბრძოლველად შემართული'
ბადეში ზის ბედაური  |ობობა|

ანდაზები:
ზიგი ჭირი მავნებელიაო
ზარმაცისთვის ყოველდღე უქმეაო
ზღვა კოვზით დაილიაო
ოქრო პატარაა,მაგრამ დიდი ფასი აქვსო!
მათემატიკა-ხუთკუთხედი.რივხვები 1,2,3,4,5.მატემატიკური ნიშნების">","<' "=" გამოყენება.ტოლობებისა და უტოლობების ჩაწერა.5-ის,4-ის,3-ის 2-ის შედგენილობა.რიცხვების გადიდება-შემცირება.რიცხვების პირდაპირ და უკუთვლა.დახაზონ მრავალკუთხედი.ყოველდღე  შეადგინონ და ჩაწერონ ტოლობები და უტოლობები.

понедельник, 20 октября 2014 г.

21.10. ქართული ენა ასო-ბგერა "ვ" და  "ნ" გვ.23-25 ტექსტის კითხვა-დამუშავება
სიტყვებში მარცვლების პოვნა.ერთმარცვლიანი,ორმარცვლიანი,სამმარცვლიანი სიტყვების ამოკითხვა.მოძრავი ანბანით სიტყვების,ფრაზების აწყობა. ვ  და  ნ-ს წერა
ვანის ველზე ვენახი გვაქვს,
ვბარავთ,ვმორჩნით
ვწამლავთ,ვყელავთ
ვერვინ გვჯობნის სწავლაში და
ვაზის მოვლაც ვიცით ყველამ.

ნამნამკური ნანას ყანა
ტანს იმშვენებს თანდათანა
ნიავს ნაზად მინდობილი
ისმენს ნარნარ იავნანას.

       ვაზი
მიგრეხილო-მოგრეხილო,
ზედ მიკრულო მაგრა ხეო,
ცოცხალი ვარ,შენ მაცხოვრე,
მოვკდები,შენ დამმარხეო.

გამოცანა
ისე მიყვარს ყვინთაობა,
ხანდახან თუ დავისვენებ,
ვახ-ვახ, ვახ-ვახ, წყალში ვცურავ
ისე, რომ ფრთას არ ვისველებ  ( იხვი)

ანდაზები;
ვინც დაიზარაო,არ გაიხარაო
ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია
ნუ დასცინი სხვასაო,გადაგხდება თავსაო
ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება
მატემატიკა -რიცხვები 1,2,3,4,5. თვლა პირდაპირ და უკუთვლა.  სამკუთხედი,ოთხკუთხედი. რიცხვი 5-ის შედგენილობა, გამოსახულებების შედგენა, რომლის მნისვნელობაც 5-ია. .ტოლობებისა  და უტოლობების   ჩაწერა , . დასვან 4 წერტილი, შეაერთონ და დახაზონ ოთხკუთხედი. გეომეტრიული ფიგურებით აპლიკაციები შეასრულონ  სახატავ რვეულში.

კომპიუტერში ჩართონ  მატემატიკის პროგრამა და შეასრულონ  დავალებები 1,2,3,4,5.
ხატვის პროგრამაში კი შემდეგი დავალება: დახაზონ 2 წითელი სამკუთხედი და 2 მწვანე ოთხკუთხედი.
სურვილის მიხედვით თაბახის ფურცელზე დახატეთ შესწავლილი ერთ-ერთი ასო-ბგერა ან  ციფრი.მოსწავლეთა საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება კლასში.

суббота, 18 октября 2014 г.

ძვირფასო მშობლებო, გაითვალისწინეთ ფსიქოლოგთა რჩევები!
საშინაო დავალების მომზადება ხშირად ხდება ბავშვის ცრემლებისა და მშობლების ჩხუბის მიზეზი. ასეთი სახალისო გამონათქვამიც კი არსებობს: "ადრე მეგონა, გაკვეთილების მომზადება ნამდვილი ტანჯვა იყო. როგორ ვცდებოდი. მაგაზე უარესი ტანჯვაა მეცადინეობა საკუთარ შვილთან ერთად". 
ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ეს უსიამოვნებები.

  • სკოლიდან შინ დაბრუნებული ბავშვი სხვადასხვა ინფორმაციით არის გადატვირთული. მაშინვე ნუ მიაყრით შეკითხვებს სკოლაზე, საკონტროლო წერებსა და ტესტებზე. ორი საათი მიეცით, რომ დაისვენოთ, განიტვირთოს, ისადილოს, ითამაშოს.
  • ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სახლში მეცადინეობისთვის საუკეთესო დრო 15-დან 17-18 საათამდეა. ისე მოახდინეთ ორგანიზება, რომ საშინაო დავალებების მომზადება ერთგვარი რიტუალი იყოს, რომელიც ერთსა და იმავე დროს სრულდება. თუ უკვე გვიანია და რაღაც დასამთავრებელი დარჩა, ჯობს დილისთვის გადადოთ, ვიდრე ღამე აკეთებინოთ.
  • მეცადინეობის ხანგრძლივობა სხვადასხვა შეიძლება იყოს, ყველა ბავშვი თავის რიტმში მუშაობს. თუმცა 7-12 წლის ბავშვებისთვის რეკომენდებულია უწყვეტი მეცადინეობა ნახევარი საათი. ამის შემდეგ 5-10 წუთი უნდა შეისვენოს, ზურგი მოადუნოს, წყალი დალიოს, ხილით გაისველოს პირი. ნახევარი საათის შემდეგ, თუ არ შეისვენა, ბავშვს უჭირს სრულად კონცენტრირება.
  • როდესაც ბავშვი გაკვეთილებს ამზადებს, სასურველია, ჰორიზონტზე მაინც იყოს უფროსი, განსაკუთრებით პირველ პერიოდში, რადგან ბავშვებს უჭირთ დამოუკიდებლად თავიანთი სამუშაოს ორგანიზება. პირველ წელს მაინც მშობელი აქტიურად უნდა ჩაერთოს – კი არ დაუწეროს დავალება თუ გადაუწეროს, მიაჩვიოს მეცადინეობას, დროის განაწილებას, წიგნებთან და რვეულებთან მუშაობას, მაგიდასთან ჯდომას. დამხმარე ბავშვს იმისთვისაც სჭირდება, რომ ვიღაცამ მხარი დაუჭიროს, საჭირო მომენტში შეაქოს და თავდაჯერება შემატოს.
  • მარტივ დავალებებში, რომელსაც თავადაც ართმევს თავს, საერთოდ არ უნდა ჩაერიოთ. ხოლო რაც შედარებით რთულია, უნდა დაეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, გზის გაკვალვაში, ისე, რომ საბოლოოდ მაინც თვითონ მიხვდეს სწორ პასუხს და არა პირდაპირ უკარნახოთ.
  • თუ არ გაქვთ საშუალება, რომ ყოველთვის გვერდით იყოთ საშინაო დავალებების მომზადები დროს, მასთან ერთად შეათანხმეთ, როგორ უნდა დაგეგმოს ეს პროცესი, გადაანაწილეთ დავალებები. მაგალითად, ბავშვმა დამოუკიდებლად გააკეთოს ზეპირი დავალებები და მსუბუქი სავარჯიშოები, ხოლო შედარებით რთულ დავალებებზე თქვენ დაგელოდოთ.
  • როდესაც მის გვერდით ხართ, მიახვედრეთ, რომ სხვა საქმეებიც გაქვთ და ყოველთვის ასე მის განკარგულებაში ვერ იქნებით. შესთავაზეთ, ერთად დაიწყოთ მუშაობა, მერე კი თქვენს საქმეს მიხედეთ, ოღონდ ნებისმიერ მომენტში მზად იყავით დასახმარებლად. ცოტ-ცოტა დამოუკიდებლობას მიაჩვიეთ, თორემ 11 წლისასაც გაუჭირდება დამოუკიდებლად მეცადინეობა.
  • ხანდახან თამაშიც შეგიძლიათ გაურიოთ დავალებების შესრულების დროს, მოიშველიოთ დამატებითი წიგნები ან ინტერნეტი, რომ ბავშვს უფრო თვალსაჩინოდ და მისთვის გასაგებად აუხსნათ თუ დაანახოთ რაიმე დეტალი.
  • მაქსიმალურად მოიკრიბეთ ნერვები და როდესაც გვერდით უზიხართ, მის მდგომარეობაში წარმოიდგინეთ თავი. ის ჯერ ახლა აღებს ცოდნის კარს და მისთვის ბევრი რამ არის ახალი. არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ ათვისების თუ რაღაც ახლის გაგების გზები და მეთოდებიც. თუ ნერვები არ გყოფნით, ჯობს მალევე მიაჩვიოთ დამოუკიდებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩხუბით და გამუდმებული კრიტიკით უფრო დათრგუნავთ ბავშვს და შეიძლება, ისეთი კომპლექსებიც გაუჩინოთ, რაც შემდეგ სამუდამოდ დარჩება.
  • ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ათვისების უნარი და საშუალებებიც ყველას სხვადასხვა აქვს და ნუ გადაირევით, თუ რომელიმე მშობელი გეუბნებათ, რომ მისი შვილი ყველაფერს მარტივად ითვისებს. ჯერ ერთი, ნუ იქნებით დარწმუნებული, რომ ის აუცილებლად მართალს ამბობს – ბევრ მშობელს უყვარს ტრაბახი შვილის წარმატებებით; მეორეც – ზოგი ადვილად ითვისებს, მაგრამ მალე ავიწყდება. სხვა კი მეტ ძალისხმევას ანდომებს ათვისებას, მაგრამ უფრო საიმედოდ სწავლობს.
  • გისურვებთ წარმატებებს!!!

четверг, 2 октября 2014 г.

დავალებები

15.10-ასო-ბგერა:"რ" დ "ჩ" გვ. 20-23
ტექსტის კითხვა დამუშავება.მოძრავი ანბანით მარცვლების,სიტყვების,ფრაზების აწყობა.ნახატების მიხედვით ამბის შედგენა და თხრობა,სურათის აღწერა

რაშს მათრახი გადავკარი,   
ნაპერწკლები გადმოყარა,
წინ გავარდა,როგორც ქარი,
მაქრიალა შარა-შარა

ჩუმად გამცალა  ყვინჩილამ
ჩარდახში არა დამრჩა რა...
ჩირი.ჩურჩხელა,ჩამიჩი
ჩანთით  შინ წაანჩალა


ანდაზები:რაც არ გერგება არ შეგერგება      
               რასაც დასთეს ,იმას მოიმკი
            ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია
         ჩიტი სადაც გაიზრდება,   მისი ბაღდადიც იქ არისო
ენის გასატეხი:ჩიტმა რკო ჭამა,რკო ყლაპა,რკო მუხაზე გაიტანა
                     გაარჩია და შეჭამა
გამოცანა:პაწაწინა მწერია,შალეულის მტერია   |ჩრჩილი|
გაიხსენონ:ი.გოგებაშვილის "ორი ირემი",მ.ფოცხიშვილი"მეგობარი"


მატემატიკა; რიცხვები:1,2,3,4,  "+","-"<',",>,"=" ნიშნები გამოსახულების შედგენა,ჩაწერა. გვ,37,38,39.
საშინაო დავალება:ტექსტის კითხვა გვ.23 მოზრავი ანბანით ფრაზების აწყობა
სიტყვების რადიო,რაკეტა,რაში,რებუსი,რეისი,რკინა,რაკლამა,რკო,რეჰანი....
ჩაიდანი,ჩალა,ჩარჩო,ჩაქუჩი,ჩიტი,ჩოხა,ჩოჩორი,ჩოხა,ჩუქურთმა,ჩხა,ჩხირი...დამარცვლა და ბგერებად დაშლა- შეერთება.

18.10.-მათემატიკა-შეადგინეთ და ჩაწერეთ გამოსახულებები რომელთა მნიშვნელობა 4-ია,გაიხსენეთ რიცხვების 1,2,3,4-ის შედგენილობა.ფერადი ქაღალდით გამოჭერით სამკუთხედი და ჩააკარით რვეულში. ვინც შეძლებს სახატავ ფურცელზე გეომეტრიული ფიგურებით გააკეთოს სახლის,ცხოველის...აპლიკაცია.
სურვილის მიხედვით თაბახის ფურცელზე დახატეთ შესწავლილი ერთ-ერთი ასო-ბგერა და ციფრი.მოსწავლეთა საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება კლასში.