понедельник, 10 ноября 2014 г.

10.11. ქართული ენა  გვ.35-37 თემა:"ბ" და "უ"ტექსტის კითხვა-დამუშავება.სიტყვების,წინადადებების ანალიზი და სინთეზი.
წიგნიდან სიტყვების,წინადადებების გადაწერა.
        უთო
მთელი დღეა აუთოებს,
დაუღლელი უთო,
მუდამ გარჯა-შრომაშია
საქმეს არვის უთმობს.
      ბუხართან
ასე ტკბილად რომ ღუღუნებს
ჩვენი ძველი ბუხარია,
ბუხრის პირას პაპა ზის და
ჩვენც რომ იქ ვართ,უხარია

ანდაზები:ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგაო
უსწავლელი კაცი უტარო ცულიაო;
უსწავლელი ქვაზე დაჯდა,ქვა ქვას დაემატაო:
ბევრი ბუზი ბზუისო,ფუტკართან ყველა ტყუისო

გამოცანა
ერთი უბრალო ჩიტია,
მაგრამ ბუნების განგებით,
ქვეყნად ყველაზე ტკბილია
მისი წკრიალა ჰანგები   ( ბულბული)

საქმეს არა
უქნა რა
მიტომ ჰქვია
.......(უქნარა)

ენის გასატეხი
აბლაბუდა,მაბლაბუდა, შიგ ობობა გაბლანდულა

ბილიკ-ბილიკ ბურტყუნებს
ბრიყვი ბელი ბელუკა:
-ბანით ვჯობნი ბულბულებს,
ბეჭებით კი -ბერმუხას.


უმაძღარა ღრუტუს უჩა
უნაბს უყრის ბღუჯა-ბღუჯა

მათემატიკა 1,2,3,4,5,6,7,8,9.რიცხვთა შედგენილობა. ტოლობების და უტოლობების შედგენა, ჩაწერა.
მათემატიკა  (დეისაძე) შეასრულეთ #9-15 სავარჯიშო (ზეპირად,წერით)




Комментариев нет:

Отправить комментарий