ჩემო პატარებო, კარგი იქნება თუ ამ ლექსებიდან შეარჩევთ ერთ-ერთს და გამომეტყველებით ისწავლით
მთებზე გადმოდგნენ ზამთრის ჯარები-
გადმოათეთრეს მთათა წვერები...
დაფრთხნენ ჭალები,
დაფრთხნენ ყანები,
დაფრთხნენ ველები,
-თავს უშველეთო!-იჭექა ვერხვმა
და...
რაც კი იყო იმჟამად ხილი
უნაბი,კომში,ატამი,ლეღვი,-
ყველამ ბეღლისკენ იბრუნა პირი.
შემოდგომის სურათი
რა გულსაკლავი სიმღერა აქვთ
გადამფრენ ჩიტებს დარდიანებს,
ტყეში შემოდგომა შემოსულა,
გარემოს სევდით ახმიანებს.
ტირიფიც კლდეზე დაკიდული
ცრემლიან თავშალს აფრიალებს.
შემოდგომა
შუქი გაიშალა,
წყალი დაიფერა,
სიო დაიბერა,
ჩალა გაისალა
სიზმარს აბარია
ველი შინაური...
ოქროს ზღაპარია.
შემოდგომა
ფეხქვეშ გათელა
შემოდგომამ
ხეჭეჭურები,
ამოიარა ეზო-ეზო
სავსე ხელადით,
ამირანივით მოიქნია
ეს ბრგე ჭურები,
მოიქნია და დევებივით
დაფლა ყელამდი.
ქართული ენა-გვ.35ტექსტიდან წინადადებების გამოყოფა.ერთსიტყვიანი,ორ,სამ,ოთხსიტყვიანი წინადადებების ამოკითხვა,მათი ანალიზი და სინთეზი.
წიგნიდან 2 და 3 სიტყვიანი წინადადებების გადაწერა
მათემატიკა-1,2,3,4,5,6,7,8,.რიცხვთა შედგენილობები.ამ რიცხვებით ტოლობებისა და უტოლობების შედგენა.დახატეთ 8 გეომეტრიული ფიგურა.
მატემატიკა(დეისაძე)გვ.5,6 რამდენიმე სავარჯიშო შეასრულონ ზეპირად,ზოგიერთი კი რვეულებში.
მატემატიკა(დეისაძე)გვ.5,6 რამდენიმე სავარჯიშო შეასრულონ ზეპირად,ზოგიერთი კი რვეულებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий